بِسۡمِ اللّٰہِ الرَّحمٰنِ الرَّحِیۡم

აჰმადია

აჰმადიას მუსლიმთა საზოგადოება“ – მოკლე მიმოხილვა:

აჰმადია – ჭეშმარიტი ისლამი

„აჰმადია მისლიმთა საზოგადოება“ არის ასლამის აღორძიწების დინამიური, სწრაფად მზარდი მსოფლიო მოძრაობა. იგი დაარსდა 1889 წ. დღეის მონაცემებით 200-ზე მეტ ქვეყანაში მას ათობით მილიონი მიმდევარი ჰყავს. ამჟამინდელი ადმინისთრაციული ცენტრი მდებარეობს ბრიტანეთში. „აჰმადიას მუსლიმთა საზოგადოება“, ერთადერთი ისლამური ორგანიზაციაა, რომელმაც სცნო რომ მესია, რომელსაც ყველა მუსლიმი ელოდა, კაცობრიობას უკვე მოევლინა ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადის (მშვიდობა მასზე)(1835-1908) სახით. მირზა გულამ აჰმადმა (მშვიდობა მასზე)  გამოცხადა რომ სწორედ მასზეა ნაწინასწარმეტყველი ყურანში (62:3-4 და ა.შ.) და ბევრ ავთენტულ ჰადესებში (საყოველთაო აღიარებული კრებულებიდან). მირზა გულამ აჰმადი არის იესოს (მშვიდობა მასზე)  ალეგორიული „მეორედ მოსვლა“, ანუ ღვთაებრივად დანიშნული მეგზური, რომლის მოვლინებაც იწინასწარმეტყველა მუჰამედმა (ალაჰის მშვიდობა და კურთხევა მასზე). „აჰმადიას მუსლიმთა საზოგადოება“ სწამს, რომ ღმერთმა ღვთაებრივად დანიშნა მირზა გულამ აჰმადი (მშვიდობა მასზე) ისევე, როგორც იესო (მშვიდობა მასზე) იმისთვის, რომ დედამიწაზე საბოლოოდ დასრულებულიყო რელიგიური ომები, დაგმობილიყო ნებისმიერი სისხლისღვრა, აღდგენილიყო მორალი, სამართლიანობა და მშვიდობა.

მირზა გულამ აჰმადის (მშვიდობა მასზე) მოსვლით ისლამის უპრეცდენტო აღორძინების ეპოქა დაიწყო. მან მდლიანად გაწმინდა და გაანთავისუფლა ისლამი ფანატიკური ინტერპრეტირებისა და ტრადიციებისაგან. იგი წარმატებით იცაფდა ისლამის ჭეშმარიტ და თავდაპირველ სწავლებას. მან ასევე აღიარა ისლამამდელი წნასწარმეტყველთა კეთილშობილური სწავრელებები, მათი თავდაპირველი სახით. მათ შორის აბრაამი (მშვიდობა მასზე), კრიშნა (მშვიდობა მასზე), მოსე (მშვიდობა მასზე), ზოროასტერი (მშვიდობა მასზე), ბუდა (მშვიდობა მასზე), კონფუცი (მშვიდობა მასზე), იესო (მშვიდობა მასზე), ასევე სხვადასხვა დროის წმინდანები. ისევე როგორც გურუ ნანაკი. მან აჩვენა რომ ყველა ის სწავლება ფაქტობრივად შენაკადებივით გაერთიანდა მდინარეში, ერთ მთლიანობაში – კერძოდ კი ჭეშმარიტი ისლამის თავდაპირველი სწავლებაში.

„აჰმადის მუსლიმთა საზოგადოება“ იყო პირველი (ჩვენი დროის ყველა ისლამური თემიდან), რომელმაც კატეგორიულად უარყო ექსტრემიზმი და ტერორისზმი, განურჩევლად მისი ფორმისა და გამომწვევი მიზეზებისა, იგი რჩება შეუცვლელ, საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერად ბოროტების წინააღმდეგ, მუდმივ მშვიდობიან ბრძოლაში.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადი (მშვიდობა მასზე), პირველმა გამოაცხადა დომინანტური იდეოლოგია „ჯიჰადი ხმლით“ ისლამური კანონების მიღმა, რასაც დაუპირისპირა, მშვიდობიანი და ანტელექტუალური სწავლება „ჯიჰადი კალმით“. ამ მიზნით ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადი (მშვიდობა მასზე) გამოსცა ოთხმოცზე მეტი წიგნი, დაწერა ათი ათასობით წერილი, წაიკითხა ასობით ლექვია და მონაწილეობა მიიღო მრავალ საჯარი განხილვაში.

ისლამის დაცვის საკუთარმა საიმედო გონივრულმა და ერთგულმა სისტემამ გამოავლინა მუსულმანური აზროვნების დეკადანსი. მიუხედავად ზოგიერთი მუსლიმური ჯგუფების სასტიკი და დაუნდობელი მტრობისა „აჰმადიას მუსლიმთა საზოგადოება “ ისლამის აღორძინების ძალისხმევის ფარგლებში, აგრძელებს ისლამის სწავლების გავრცელებას, გამძლეობას და თვითკონტროლის შესახებ.

ეს არის ერთადერთი ისლამური ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს და რეკომენდაციას უწევს რელიგიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამიჯვნას. ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადი (მშვიდობა მასზე) მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ სახელმწიფოსა და რელიგიური სიწმინდეების ხელშეუხებლობის გარანტი. მან ყველას გააფრთხილა არაგონივრული ინტერპრეტაციის და შარიათის კანონების ბოროტად გამოყენების შესახებ. ის დაუღალავად ზრუნავდა ღვთის ემნილებათა უფლებების დაცვაზე. საზოგადოება აგრძელებს მის გზას და მტკიცედ დგას ადამიანის საყოველთაო, რელიგიურ და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვის სადარაჯოზე. თემი ყველაფერს აკეთებს ქალთა უფლებების დაცვისა და მათთვის განათლების მიღების კუთხით. აჰმადიას წევრები არიან მსოფლიოში ყველაზე კანონმორჩილი განათლებული და დასაქმებული მუსლიმები. „აჰმადიას მუსლიმთა საზოგარდოება“ არის ყველაზე მოწინავე და თანამედროვე ისლამური ორგანიზაცია ერთი სულიერი ლიდერით.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადმა (მშვიდობა მასზე) შეახსენა თავის მიმდევრებს ღვთის დაპირება, შეინარჩუნონ ისლამური რელიგია ხალიფას მეშვეობით (წინასწარმეტყველის სულიერი მემკვიდრეების თანმიმდევრობით, რომლებიც არჩეული არიან სიცოცხლის ბოლომდე).

თემს მიაჩნია, რომ მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობის სისტემას შეუძლია საზოგადოებაშა ისლამის ჭეშმარიტი ღირებულების დამკვიდრება და მასში მთელი კაცობრიობის გაერთიანება. 1908 წელს ჰაზრათ მირზა გულამ აჰმადის (მშვიდობა მასზე) გარდაცვალების შემდეგ მისი მოღვაწეობა ერთმანეთის მონაცვლეობით განაგრძო ორგანიზაციის ხუთმა სულიერმა ლიდერმა.

საზოგადოების ამჟამისდელი სულიერი და ადმინსტრახციული ხელმძღვანელობით, „აჰმადიას მუსლიმთა საზოგადოება-მ“ უკვე ააშენა 1500 – ზე მეტი მეჩეთი, 500 სკოლა და 30 საავადმყოგო. მან თარგმნა წმინდა ყურაბის 70 – ზე მეტ ენაზე, იგი ასევე აგრძელებს ისლამის ჭეშმარიტ სწავლებებს. მშვიდობისა და ჰარმონიის გზავნილს, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, საკუთარი სატელიტური MTA არხის, ინტერნეტისა და ბეჭდური პუბლიკაციების საშუალებით (მათ შორის გამომცემლობა Islam International Publications). საზოგარდოება ასევე აქტიურად არის ჩართული გლობალური კატასტროფების და კრიზისების დახმარების საქმეში, თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია Humanity First – მეშვეობით.