بِسۡمِ اللّٰہِ الرَّحمٰنِ الرَّحِیۡم

ისლამი არის რელიგია, რომელიც დაარსდა 1400 წლის წინ წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს იქცა ეჭვისა, გამოძიებისა და დისკუსიების საფუძვლად. ამ რელიგიის მიმდევრებს იპივით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. 1.7 მილიარდი მიმდევარით ისლამი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა. თუმცა მაინც ბევრი შეკითხვა ისმის ამ სარწმუნოების შესახებ. იმის ფონზე რომ მშვიდობიან რელიგიად არის გამოცხადებული, რატომ ჩანს ისე, თითქოს მისი მთავარი მიზნები ექსტრემიზმი და ანარქიაა? შეიძლება ვენდოთ მუსლიმს? რას უკავშირდება ეს რელიგია? როგორ არის ის დაკავშირებული მსოფლიოს სხვა რელიგიებთან? როგორ შეიძლება მსოფლიომ განიცადოს პროგრესი, თუ ისლამი უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს? საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული წარმოდგენების მიღმა უნდა არსებობდეს რაღაც მიშვნელოვანი ასპექტები რაც ისლამს ახასიათებს. ამიტომ მოდით ჩავუღრმავდეთ საინტერესო ფაქტებს ამ რელიგიის შესახებ – ფაქტებს, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ განსჯით. სიმართლის შუქი ყოველთვის უფრო ღრმად აღწევს გულებში ვიდრე ნებისმიერი ხანჯალი!

ფაქტი #1: სიტყვა ისლამი პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „მშვიდობას“ და „მორჩილებას“ – გულისხმობს მშვიდობას ადამიანებს შორის და მორჩილებას ღმერთის მიმართ. აქ ორი კონცეფცია იკვეთება: მოვალეობა ღმერთის წინაშე და ადამიანების უფლებები ერთმანეთთან – მიუხედავად რასისა, რელიგიისა და კანის ფერისა. მუსლიმებს აკისრიათ მოვალეობა, ემსახურონ სიკეთეს და შესწირონ საკუთარი ინტერესები ადამიანების კეთილდღეობას.

ფაქტი #2: სიტყვა „ალაჰი“ არაბულად ნიშნავს ღმერთს, როგორც Deus, Theos და Dieu ლათინურად, ბერძნულად და ფრანგულად. ისლამში ღმერთი ერთი და უნიკალურია, ყოველგვარი პარტნიორების, ოჯახისა და კომპანიონების გარეშე. ისლამი მკაცრად მონოთეისტურია. მუსლიმებს სჯერათ, რომ ეს არის იგივე ღმერთი, რომელმაც საკუთარი თავი გამოუცხადა ადრეული პერიოდის წინასწარმეტყველებს და სხვა რელიგიებს. ბიბლიის არაბული ვერსია, რომელსაც არაბი ქრისტიანები კითხულობენ, ასევე იყენებს სიტყვა ალაჰს ღმერთის აღსანიშნავად.

ფაქტი #3: ისლამში ღმერთის ბევრი მახასიათებელია ნახსენები. ორი ყველაზე გავრცელებული მახასიათებელი, რომელიც გამოყენებულია წმინდა ყურანში, არის: „მოწყალე და ლმობიერი“. ისლამის მიხედვით, ღმერთი მზად არის მიუტევოს და აპატიოს ადამიანებს, იმის ნაცვლად, რომ შური იძიოს მასზე და დაუყოვნებლივ დასაჯოს.

ფაქტი #4:  რწმენის ისლამისებური დეკლარაცია მარტივია და ამბობს: „არავინ არის თაყვანისცემის ღირსი, ალაჰის გარდა; მუჰამედი ალაჰის მაცნეა“. როცა ვინმე მუსლიმი ხდება, სხვა რიტუალის გავლა არც უწევს, გარდა იმისა, რომ მიიღოს ეს სარწმუნოება და რწმენის აღნიშნული დეკლარაცია. ამას ფუნდამენტური ადგილი უჭირავს ყველა მუსლიმისთვის და ხშირად წარწერით არის ასახული მეჩეთებში, ასევე გამოფენილია კალიგრაფიულად.

ფაქტი #5: მუსლიმისათვის ცხოვრების ნამდვილი დანიშნულება ღმერთის პოვნაა. ეს არის რეალური ჯილდო, რომელსაც ისლამი ჰპირდება მორწმუნეებს. შესაბამისად, ჩვენი ყველა აქტი საშუალებაა და არა დასასრული. ისინი, ვინც ამ გზას მიჰყვებიან, მიიღებენ საკუთარ ჯილდოს ამ ცხოვრებაშიც და არამხოლოდ საიქიოში. სხვა სიტყვებით, ისლამი გვიჩვენებს პერსონალურ ღმერთს – ღმერთს, რომელსაც თავისი შემოქმედება უყვარს – და რომელთანაც ადამიანს შეუძლია პერსონალური ურთიერთობის ქონა.

ფაქტი #6:  იმის ფონზე, რომ ისლამი მოუწოდებს ადამიანებს მარტივი ცხოვრებისკენ, რელიგიაში არ გვხდებიან ბერები, მონაზვნები ან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ქორწინდებიან რელიგიური მიზეზების გამო. არ არსებობს მოთხოვნა ქალისა და კაცის მიმართ, რომელიც მათ დაავალდებულებს, არ იქორწინონ მთელი ცხოვრება. ყველა მუსლიმი მოწოდებულია იქორწინოს და იყოს საზოგადოების ნაწილი.

ფაქტი #7:  წინასწარმეტყველი მუჰამედი არის წინასწარმეტყველი აბრაამის შთამომავალი, მისი შვილის ისმაელის გავლით. რაც წინასწარმეტყველ მუჰამედს ბიძაშვილის სტატუსს ანიჭებს, ისევე როგორც მუსლიმებსა და ქრისტიანებს ერთმანეთთან მიმართებით. ანალოგიურად მოსეს და ყველა სხვა სემიტ წინასწარმეტყველსაც, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში (მშვიდობა მათ სახელს!).

ფაქტი #8:  წინასწარმეტყველი მუჰამედი მიჩნეულია მხოლოდ შეტყობინების გამავრცელებლად და არა ღმერთად. მიუხედავად იმ პატივისცემისა რასაც მუსლიმები წინასწარმეტყველის მიმართ იჩენენ, მას არც თაყვანს სცემენ და არც ლოცულობენ მის მიმართ. ასევე არ არის დაშვებული წინასწარმეტყველის ხატების ან ქანდაკებების შექმნა. 

ფაქტი #9:  წინასწარმეტყველი მუჰამედი ერთადერთი რელიგიური ლიდერია, რომლის ცხოვრებაც დეტალურად არის ცნობილი. ის ობლად იზრდებოდა და არ შეეძლო კითხვა ან წერა. ის იყო ქმარი, მამა, მეზობელი, მეგობარი და ბიზნესმენი. როგორც საჯარო ფიგურა, ის გახლდათ წინასწარმეტყველი, ლიდერი, კანონმდებელი, მოსამართლე, სახელმწიფო მოღვაწე და გენერალი. როგორც ღმერთის მაცნე, ის არის კანონების შემომღები და რეფორმატორი. მან გაიარა ადამიანური გამოცდილების ყველა შესაძლო ეტაპი და დატოვა საუკეთესო ქცევის ნიმუში. ამგვარი კომბინაცია არ მოიპოვება ისტორიაში.

ფაქტი #10:  მუსლიმებს მოეთხოვებათ, პატივი სცენ წმინდა წიგნში გამხელილ მცნებებს, როგორიც არის აბრაამის წმინდა წერილები, მოსეს თორა, დავითის ფსალმუნები და ქრისტეს სახარება. მუსლიმებს ასევე მოეთხოვებათ პატივი სცენ და ირწმუნონ ადრეული ხანის წინასწარმეტყველები, როგორებიც არიან ნოე, აბრაამი, მოსე, არონი, სოლომონი, დავითი და ქრისტე იუდაისტურ-ქრისტიანული სარწმუნოებიდან, ისევე როგორც სხვა რელიგიების წინასწარმეტყველებს ინდუიზმიდან, ბიდიზმიდან და ზოროასტრიზმიდან. ისლამის მიხედვით, ისტორიაში 124,000 წინასწარმეტყველი გამოჩნდა, კაცობრიობის წარსაძღოლად. 

ფაქტი #11:  ყველა რელიგია ეყრდნობა პერსონალურ რწმენას სარწმუნოებაში სიმტკიცის გასამყარებლად. ისლამი ამაზე შორს მიდის და მოუწოდებს მორწმუნეს გამოიყენოს გონიერება და გამოცდილებაც, რათა მხოლოდ მისტერიებს, მითებსა და იგავებს არ ენდოს. ეს არის სიღრმისეული რელიგია, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს ინტელექტს და სულის სიღრმეებსაც. 

ფაქტი #12:  ქრისტე მოხსენიებულია, როგორც კურთხეული წინასწარმეტყველი და მესია ებრაელებისათვის, მაგრამ არა როგორც უშუალოდ ღმერთის შვილი. მისი მისია იყო მოსეს წესების აღსრულება, მცნებების სწორი გააზრებებითა და აღსრულებით. ყურანში არის თავი, რომელსაც ჰქვია მარიამი, ქრისტეს დედა. მარიამი მოხსენიებულია ღრმა პატივისცემით და მიკუთვნებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადგილი ქალების ისტორიაში.

ფაქტი #13: ისლამი გვასწავლის, რომ არ არსებობს თანდაყოლილი ცოდვა. ყველა ბავშვი დაბადებისას წმინდა და უცოდველია. ჩვენი ქმედებები და არჩევანი ცხოვრების განმავლობაში გვაქცევს ცოდვილებად ან კეთილშობილებად. ცხონება ისლამში მიიღწევა ღმერთის მცნებების მიყოლით. თუმცა ჯოჯოხეთში ან სამოთხეში განწესება მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილება ადამიანის სიკვდილის შემდეგ მიიღება. წმინდა ყურანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად პასუხისხმეგბლობასა და მუდმივ თვით-განვითარებას.

ფაქტი #14:  ისლამი ცალსახად ქადაგებს, რომ „რელიგიაში იძულება არ არსებობს“. ადამიანს აქვს იმის თავისუფლება, რომ მიჰყვეს ნებისმიერ რელიგიას ან უარყოს იგი. ვინმეს იძულება, იქცეს მუსლიმად ან იმ ადამიანის მოკვლა, რომელიც შეიცვლის ისლამურ რწმენას, ეწინააღმდეგება ისლამურ სწავლებას. ასევე განდგომილობა ან ისლამზე უარის თქმა არ არის დასჯადი. ისლამი ხელს უწყობს აბსოლუტურ რელიგიურ თავისუფლებას ყველა ადამიანისთვის და სრულ პასუხისმგებლობას პერსონალურ ქმედებებზე.

ფაქტი #15: არ არსებობს შუამავალი ან მედიატორი ადამიანებსა და ღმერთს შორის. ისლამი ამბობს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს პირადი კავშირი ღმერთთან და ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გაგვათავისუფლოს ცოდვებისგან. არ არის საჭირო აღსარების ჩაბარება სხვა ადამიანებისთვის. საჭიროა მხოლოდ ის, რომ პირდაპირ ღმერთს ელაპარაკოთ და სწოროდ ამას ემსახურება ყოველდღიური ლოცვები.

ფაქტი #16:  ისლამი განიხილავს ერთგულებას საკუთარი ქვეყნისა და ერის მიმართ რწმენის ნაწილად, იქნება ეს მუსლიმური თუ არამუსლიმური ქვეყანა. ეს ნაჩვენებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან უამრავი ერთგული ამერიკელი მუსლიმი, კანადელი მუსლიმი, ბრიტანელი მუსლიმი, ფრანგი მუსლიმი, პაკისტანელი მუსლიმი, ინდოელი მუსლიმი, ჩინელი მუსლიმი, ირანელი მუსლიმი და სხვა ეროვნების მუსლიმი არსებობს.

ფაქტი #17: ისლამი არ აკონკრეტებს მმართველობის კონკრეტულ ფორმას. ამის ნაცვლად ის აწესებს პირობებს, რომელიც უნდა შესრულდეს სამართლიანად მიუხედავად მმართველობის ფორმისა და განსაზღვრავს თანაგრძნობის პრინციპს – რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. ისლამი არ უშვებს დისკრიმინაციას კანის ფერის, წარმომავლობის, სიმდიდრისა თუ სოციალური სტატუსის მიხედვით.

ფაქტი #18: ისლამი ასწავლის და იცავს თანასწორობას ყველა ადამიანთან მიმართებით, მიუხედავად რასისა თუ სოციალური სტატუსისა, აუქმებს ყველა სისტემას, რომელიც ამ პრინციპებს არ იცავს, კასტური სისტემის ჩათვლით. კაცობრიობის ძმური დამოკიდებულება სიმბოლურად წარმოდგენილია ყოველდღიური ლოცვების დროს, მეჩეთში. ისინი, ვინც ადრე მოდიან, ავსებენ წინა რიგებს და ერთმანეთის გვერდიგვერდ ლოცულობენ.

ფაქტი #19:  მუსლიმ ქალებს არ ეკრძალებათ განათლების მიღება, სამსახურეობრივი პოზიციების დაკავება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ისლამი აწესებს განსხვავებულ როლებს ქალებისა და კაცებისათვის. აუცილებელია დედების პატივისცემა და ქალიშვილების მოფრთხილება. ისლამში ქალებს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ყურანი ქალებსა და კაცებს თანასწორებად მოიხსენიებს მათ უნარებში, ჩაიდინონ სიკეთე ან ბოროტება.

ფაქტი #20:  სიტყვა ჯიჰადი არაბულად ნიშნავს „მისწრაფებას“ და „წმინდა ომთან“ კონოტაციაში არ ჯდება. ეს მისწრაფება შეიძლება ეხებოდეს ადამიანის თვითგანვითარებას, თავდაცვით მიზნებს, როცა მუსლიმებს უკრძალავენ რელიგიურ საქმიანობას. თუმცა მაშინ როცა შეიარაღებულ თავდაცვას აღნიშნავს, აუცილებელია მკაცრად გაწერილი წესების დაცვა, რომელთა შორისაც არის მშვიდობის სწრაფად აღდგენა. ისლამი მკაცრად კრძალავს რელიგიის გავრცელებას ძალადობრივი გზებითა და იძულებით. წინასწარმეტყველ მუჰამედს არასოდეს გამოუყენებია ხმალი ისლამის გასავრცელებლად. არცერთი თანამედროვე ე.წ. ჯიჰადისტი არ აკმაყოფილებს ამ მკაცრ განსაზღვრებას, შესაბამისად, უდანაშაულო ადამიანების დახოცვა როგორც რაღაც ბრძოლის ნაწილი ან თვითმკვლელობითი ომები, ისლამისთვის უცხო კონცეფციაა და სრულად არის აკრძალული.

ფაქტი #21:  კლასიკური კონკურენცია მეცნიერებასა და რელიგიას შორის არ არის პრობლემატური ისლამში. წმინდა ყურანი ხელს უწყობს მეცნიერულ წიაღსვლებს, რომელიც მოუწოდებს ყველას დაფიქრებისა და აზროვნებისაკენ. წმინდა ყურანი აერთიანებს რელიგიურ ჭეშმარიტებას, ისტორიას, მცნებებს და ბუნებრივი ფენომენების აღწერას, როგორიც არის დიდი აფეთქების თეორია, ადამიანის ემბრიონის განვითარება და სიცოცხლის ყველა ფორმის წარმოშობა წყლიდან. არ არსებობს წინააღმდეგობა მეცნიერულ განმარტებებსა და ყურანის სწავლებებს შორის.

ფაქტი #22: ისლამი საუბრობს ადამიანისა და სამყაროსო წარმოშობაზე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ადამიარ იყო პირველი ადამიანი, არამედ იყო ღვთის პირველი წინასწარმეტყველი, ევა კი – მისი ცოლი. როგორც პირველმა წინასწარმეტყველმა, მან თავის ხალხს ასწავლა თაყვანი ეცათ მხოლოდ ერთი ღმერთისთვის და შეამზადა საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, რაზე დაყრდნობითაც შემდგომმა წინასწარმეტყველებმა გააცნეს მცნებები ადამიანებს.

ფაქტი #23: ისლამის მიხედვით, არ არსებობს მუმდივად განსაკუთრებული რასები, ეთნიკური ჯგუფები ან ღმერთთან მიმართებით გარკვეული უპირატესობის მქონე ეთნიკური ჯგუფები. თითოეულ ადამიანს ან მთლიან ჯგუფს ან ერებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღვთის რჩეულებად იქცნენ, საუკეთესო ქცევისა და გულწრფელი რწმენის შედეგად. მსოფლიოს საუკეთესო ხალხი ის არის, რომელიც გამოირჩევა სამართლიანობით. შესაბამისად, ყველას შეუძლია გახდეს საუკეთესო, თუ მთელი გულით იმუშავებს საკუთარ თავზე.

ფაქტი #24: ისლამი გვასწავლის გვწამდეს იმ ანგელოზების, რომლებიც მორჩილად ემსახურებიან ღმერთს. გაბრიელმა, გამოცხადების ანგელოზმა გაუმჟღავნა ალაჰის პირდაპირი სიტყვები, წმინდა ყურანი წინასწარმეტყველ მუჰამედს მრავალი წლის განმავლობაში. მუსლიმებს ბევრი სხვა ანგოლოზისაც სწამთ, მაგალითად მთავარანგელოზი მიქაელი, რაფაელი და იზრაელი.

ფაქტი #25:  ისლამი არის რელიგია, რომელიც თავსებადია თანამედროვე ეპოქასთან. მუსლიმი არის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია კარგი მორალითა და ქცევით. არაფერი უშლის ხელს მუსლიმს, გახდეს თანამედროვე საზოგადოების ნაწილი, წმინდა ყურანის შესაბამისად. მუსლიმები ატარებენ მანქანებს, იყენებენ სმარტფონებს და ინტერნეტს, მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, აქვთ სამსახურები და კარიერა, ინვესტიციას დებენ ბიზნესში, ასწავლიან, მოგზაურობენ მსოფლიოში, ჰყავთ ოჯახები, თამაშობენ გოლფს, იღებენ განათლების სხვადასხვა დონეს და არიან შესანიშნავი მეზობლები.

ისლამი არის მსოფლიოს გამაერთიანებელი ძალა. შეიქმნა იმისთვის, რომ მოეტანა ჰარმონია ერებსა და ადამიანებს შორის. ისლამი იცავს საერთაშორისო მშვიდობის პრინციპებს და ემხრობა რელიგიური ომების დასრულებას.